ნინო ბურჯანაძე – დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები საპატივცემულოა, მაგრამ ეს არ არის დირექტივა, თუ არ იქნება კომპრომისი, პარლამენტში არავინ შევა
ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო მოლაპარაკებისთვის და ახლაც მზად არის, მაგრამ მოლაპარაკება უბრალოდ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აქციები შეგვაწყვეტინოს და 2024 წლამდე მოლაპარაკების მაგიდასთან გვამყოფოს, ამისთვის ვერ ჩატარდება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების შესრულების შემთხვევაში, ისინი პარლამენტში შევლენ.
„თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება გადმოდგმული კონკრეტული ნაბიჯი და პოლიტიკური დევნა იქნება შეწყვეტილი, პოლიტპატიმრები გათავისუფლებული, ასევე შეთანხება მიღწეული ვადამდელი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ასეთ ვითარებაში შეიძლება პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია და ის რამდენიმე თვე, რაც დასჭირდება კანონმდებლობის ცვლილებას იმუშაოს პარლამენტში. წინააღმდეგ შემთვევაში, მე დარწუნებული ვარ, აქციები არის ერთადერთი გზა, რომ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, ვადამდელი არჩევნები ქვეყანას ძალიან სჭირდება. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, როდესაც მას ეუბნებიან, რომ პასუხისმგებელი კრიზისის დაძლევაზე არის ხელისუფლება. რაც შეეხება ჩვენი დასავლელი პარტნიორების სურვილს, რომ პარლამენტში ყოფილიყო ეს პროცესი, ეს სურვილი ჩვენც გვქონდა, უბრალოდ ამის საშუალება „ქართულმა ოცნებამ“ არ მოგვცა მაშინ, როცა არჩევნები გააყალბა. მანდატების გაუქმების ხელახალი მოთხოვნა პირადად მიმაჩნია, რომ დამატებით სიმბოლური ჟესტია. ხელმოწერები დევს პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ ხელმოწერებს დიალოგისთვის ხელი არ შეუძლიათ, არც ახლა არ შეუშლის ხელს, თუ ვინმეს არ უნდა საბაბი დიალოგის შესაწყვეტად. დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები ძალიან საპატივცემულოა და ანგარიშგასაწევია, მაგრამ ეს არ არის დირექტივა და ვერც იქნება დირექტივა, თუ არ იქნება კომპრომისი მიღწეული ასეთ შემთვევაში პარლამენტში არავინ შევა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო
სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live-ის“...
ნანუკა ჟორჟოლიანი: რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ
რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. „მივმართავთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს,...
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...