ეკატერინე ტიკარაძე – „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვის ნიშნები არ ისმის, ამ ვაქცინით 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი
უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინური ვაქცინით უკვე აცრილია 40 მილიონზე მეტი ადამიანი და ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ისმის.
ამასთან, როგორც ტიკარაძემ განაცხადა, „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. ტიკარაძის განმარტებით, საქართველოს ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა აქვს.
„როგორც იცით, საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა უნგრეთის სახელმწიფოს, ვინაიდან ვიცით, რომ უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ამ ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება შესაძლებელი საქართველოში ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...