კახა ოქრიაშვილი: 14 ოქტომბერს, როდესაც ენმ-ის აქცია იყო, მივხვდი, რომ რევოლუცია დაიწყო

Read Time:42 Second

პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერის კახა ოქრიაშვილის თქმით, 14 ოქტომბერს ენმ-ის აქციაზე მიხვდა, რომ რევოლუცია დაიწყო, 27-ში, “ოცნების” აქციაზე კი დაინახა, რომ რევოლუცია უკვე მიმდინარეობს. ეს განცხადება თავად გააკეთა “მთავარი არხის” ეთერში.

“14 ოქტომბერს, როდესაც იყო “ნაციონალური მოძრაობის” დიდი აქცია, სადაც 60 ათასი ადამიანო მოვიდა, მაშინ მე მივხვდი, რომ რევოლუცია დაიწყო. 27-ში, როდესაც კონტრაქცია დაიგეგმა, დაწყებული არ იყო ჯერ, რომ ხალხი დაიშალა და მაშინ მივხვდი, რომ რევოლუცია მიმდინარეობს. 30-ში, მეორე ტურში სანტაჟის, დაშინების, მოსყიდვისა და გაყალბების შედეგად 200 ხმით ძლივს რომ “მოიგეს”, მივხვდი, რომ ადამიანების ტვინებში რევოლუცია მძვინვარებს.

მე ვთვლი, რომ ეს რევოლუცია ძალიან მშვიდად მივა რიგგარეშე საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებამდე. იგივე წესებს შემოგვთავაზებს ხელისუფლება, მაგრამ ვეღარ გააყალბებენ. ისევე როგორც 2012-შიც ბევრი უსამართლობა იყო დაგროვილი და რევოლუციურად გადაბარდა ხელისუფლება “ოცნებას”, ახლა “ოცნება” კოალიციურ მთავრობას გადმოაბარებს ხელისუფლებას. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი – სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც უკრაინელ კოლეგასთან და არც პრემიერის დონეზე სააკაშვილის ექსტრადირებაზე კომუნიკაცია არ ყოფილა
Next post მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: საჭიროების შემთხვევაში ყველაფრის მიწოდება უზრუნველყოფილია პენიტენციური სისტემის შიგნით