დავით ზალკალიანი – სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც უკრაინელ კოლეგასთან და არც პრემიერის დონეზე სააკაშვილის ექსტრადირებაზე კომუნიკაცია არ ყოფილა

Read Time:1 Minute, 23 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და ექსტრადირებასთან  დაკავშირებით უკრაინელ კოლეგასა და ამავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ასევე პრეზიდენტთან არანაირი საუბარი არ ყოფილა.

ზალკალიანმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და უკრაინისთვის გადაცემაზე უკრაინაში საგანგებო შეხვედრა შედგა.

ზალკალიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი სამართლებრივად ნონსენსია.

„არანაირი ოფიციალური არხებით არ მიმიღია მსგავსი შეტყობინება ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ექსტრადირებაზე საუბარი სამართლებრივად ნონსენსია, გამომდინარე იქიდან, რომ ექსტრადირება ხდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პირს აქვს ჩადენილი შესაბამისი დანაშაული ქვეყანაში. მოგეხსენებათ, მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვარ და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი მსგავსი კომუნიკაცია არც პრემიერის დონეზე, არც მსგავსი რაღაც საუბარი ჩვენ შორის არ ყოფილა. გიდასტურებთ ამას. უკრაინის ომბუდსმენს ჰქონდა შეხვედრა ჩვენს ელჩთან და მას განემარტა ის მოცემულობა, რა მოცემულობაც არის შექმნილი, რომ სააკაშვილს აქვს ყველა პირობა პენიტენციურ სისტემაში, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ბოლოს გლაზგოში შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას, ასევე იყო კომუნიკაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ასეთი სახის თემებზე, რა თემებზეც თქვენ აპელირებთ, არ ყოფილა საუბარი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, პიროვნულ დისკომფორტს უქმნის ის წლები, როდესაც ქვეყანაში ადამიანების უფლებები ირღვეოდა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა გაეწიოს.

„პიროვნულ დისკომფორტს მიქმნის 2012 წლამდე რაც ამ ქვეყანაში განხორციელდა, ადამიანის უფლებების უამრავი დარღვევა და ადამიანების სიკვდილი. იმ პერიოდში ჩემი მეგობრები დაიღუპნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ისევე უნდა მოვექცეთ. მას აქვს ხარისხიანი ჯანდაცვა, მათ შორის პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა ვიდეოკადრებიც, ყველამ იხილა, რომ ყველანაირი პირობა არსებობს, რათა მას გაეწიოის შესაბამისი მკურნალობა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მას აქვს ყველანაირი პირობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს
Next post კახა ოქრიაშვილი: 14 ოქტომბერს, როდესაც ენმ-ის აქცია იყო, მივხვდი, რომ რევოლუცია დაიწყო