ირაკლი ლატარია: გიორგი გახარიამ გვიღალატა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში

Read Time:1 Minute, 31 Second

გიორგი გახარიამ გვიღალატა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ბევრად გავერთიანდებით შევეცდებით დავასრულოთ ის ბრძოლა, რომელიც 2011 ში ყველამ ერთად დავიწყეთ, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ივანიშვილმა ყველას მისცა შანსი და საშუალება მიეღოთ მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში.

„2011 წლიდან, ჩემი და ჩემი მეგობრების ერთადერთი და ურყევი ამოცანა იყო და არის – მკვლელების, მანიაკების, ჩემი უახლოესი მეგობრების უარგუმენტოდ დამპატიმრებლების, სამშობლოს მოღალატეების წინააღმდეგ ბრძოლა!!!

აღნიშნული ბრძოლა, რა თქმა უნდა ყოველთვის ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. ერთადერთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, ვინც შეძლო იმ სიბოროტის დამარცხება, რასაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი.

ივანიშვილმა ყველას მისცა შანსი და საშუალება მიეღოთ მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის არაერთი ნაბიჯის გადადგმაში, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავმა ადამიანმა აღნიშნული ვერ/არ გამოიყენა. ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, ეკა ბესელია, მარგველაშვილი, ალასანია და კიდევ რამდენი ვინმე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ.

ძალიან, ძალიან მწყდება გული, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების რიგებს მიემატა ის ადამიანი, ვინც ჩემთვის აღიქმებოდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი, საუკეთესო პირველი ნომერი და რაც მთავარია, საუკეთესო მებრძოლი იმათ წინააღმდეგ, ვისაც მეც დღემდე ვებრძვი. რა თქმა უნდა, გახარიას შეფასებები ვერ და არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო (ისევ ვიმეორებ) ბიძინა ივანიშვილი და მისი როლი ქვეყნის მართვაში!!!

გიორგი გახარია დღეს დგას ოპოზიციაში, ჩემთვის პირადად დღესაც გაუგებარია, რატომ გადადგა ის, რატომ დაგვტოვა პირისპირ იმ სიბოროტესთან, რომელსაც ამდენი წელი ვებრძვით, რატომ არ/ვერ დაიჭირა კრიმინალი, რატომ მოგვექცა ისე, როგორც მოგვექცა?

სიმართლე თუ გინდათ, აღარც მაინტერესებს მისი მხრიდან პასუხები, ჩემი ურყევი პოზიცია იყო და არის, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უამრავი რამის კეთება, შენება და იმის დამთავრება რაც აქამდე ყველას ერთად გვაქვს დაწყებული.

გიორგი გახარიამ გვიღალატა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ბევრად გავერდთიანდებით შევეცდებით დავასრულოთ ის ბრძოლა, რომელიც 2011 ში ყველამ ერთად დავიწყეთ!!

წინ დიდი, დიდი გზა გველის, არც თუ ისე ვარდებით მოფენილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბოლოში გავალთ და დავდებთ გამარჯვების ლელოს!!!

არაუშავს, ერთით მეტი და ერთით ნაკლები, ეს ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. აბა, დავიწყეთ – წინ, გამარჯვებისკენ“, – წერს ირაკლი ლატარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ დესტრუქციის ელემენტი ძალიან ჭარბად იქნება მათ საქმიანობაში წარმოდგენილი
Next post საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა