ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ დესტრუქციის ელემენტი ძალიან ჭარბად იქნება მათ საქმიანობაში წარმოდგენილი

Read Time:22 Second

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა. უმრავლესობის წევრი პარტიის მიერ ფრაქციის შექმნასაც მისალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა იმის ნიშანია, რომ „ნაცმოძრაობის“ საქმიანობაში დესტრუქციის ელემენტი ჭარბად იქნება.

„4 ფრაქცია და 1 პოლიტიკური ჯგუფი გვეყოლება დღეის აქეთ უკვე საქართველოს პარლამენტში. ბუნებრივია, რომ ფრაქციის შექმნა პოლიტიკური ცხოვრების ინსტრუმენტია პარლამენტში, მაგრამ ამავდროულად მათ მიერ ხელის არ მოწერა შარლ მიშელის დოკუმენტზე ნიშნავს იმას, რომ დესტრუქციის ელემენტი ძალიან ჭარბად იქნება მათ საქმიანობაში წარმოდგენილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიოს 100-ზე მეტი ყოფილი ლიდერი G7-ის სახელმწიფოებს მოუწოდებს, გლობალურ დონეზე ვაქცინაციის ხარჯები დაფარონ
Next post ირაკლი ლატარია: გიორგი გახარიამ გვიღალატა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში