ირაკლი კობახიძე – ხაბეიშვილი და ჩალაძე აორგანიზებენ ქვეყნის მასშტაბით რაღაც პროტესტს, კეზერაშვილი ამ ადამიანებს აფინანსებს და რაზეა საერთოდ საუბარი

Read Time:51 Second

ხაბეიშვილი და ჩალაძე აორგანიზებენ ქვეყნის მასშტაბით რაღაც პროტესტს, კეზერაშვილი ამ ადამიანებს აფინანსებს და რაზეა საერთოდ საუბარი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ხედავს თუ არა რისკებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებში და პარტიის ლიდერთა განცხადებებში, სადაც საუბარია წინააღმდეგობის ცენტრების გაძლიერებაზე, სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების შექმნასა და საჭიროების შემთხვევაში მის ფიზიკურ გამოხსნაზე.

„ვხედავთ, რა არის მათი რესურსი. მათი რესურსია, 40 კაცი შეიკრიბოს და მივარდნენ პრემიერის სახლთან. მათ არ აინტერესებთ არც ეთიკა და არც არაფერი, საერთოდ არაფერი აინტერესებთ. მეორე, შეიძლება, კანცელარიასთან შეიკრიბონ, იგივე რაოდენობით. აი, ეს არის ხაბეიშვილის, ჩალაძისა და კეზერაშვილის რესურსი. ადრე თუ ჭიქაში მაინც ახერხებდნენ ქარიშხლის შექმნას, ახლა უკვე, ჭიქაშიც ვეღარ ქმნიან ამ ქარიშხალს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში მთავარია სამართლის უზენაესობა და ქვეყანა ამ პრინციპის შესაბამისად მოქმედებს.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და აშშ-ს თუ ეკუთვნით სამართლის უზენაესობა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ჩვენც დავიმსახურეთ სამართლის უზენაესობა უმაღლეს დონეზე და რა თქმა უნდა, ქვეყანა ამ პრინციპით გააგრძელებს მუშაობას, როგორი 40-კაციანი შეკრებებიც არ უნდა გამართონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ქვეყანაში სიტუაცია არ არის დაძაბული, იყო მცდელობა, რადიკალურ ოპოზიციას ხელოვნურად დაეძაბა ვითარება, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არ ვაძლევთ ამის საშუალებას
Next post ირაკლი კობახიძე – ყოფილი სახალხო დამცველი და ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი ორივე არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, აქედან გამომდინარე, მათ დასკვნებს ფასი არ აქვს