ირაკლი კობახიძე – ყოფილი სახალხო დამცველი და ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი ორივე არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, აქედან გამომდინარე, მათ დასკვნებს ფასი არ აქვს

Read Time:44 Second

სახალხო დამცველის ოფისის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ყოფილ სახალხო დამცველს და ასევე ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ორივე არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, აქედან გამომდინარე, მათ დასკვნებს ბუნებრივია, ფასი არ აქვს, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათაც კი ვერ მოახერხეს მიხეილ სააკაშვილისთვის დიაგნოზის დადება. მისივე თქმით, არცერთი დიაგნოზი არ არსებობს, რომელიც მისცემდა სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს.

„მათაც კი ვერ მოახერხეს დიაგნოზის დადება. უფრო მეტიც, უცხოელ ექიმებს, ლობისტებს ჯამში გადაუხადეს მილიონი დოლარი, რაც დღეს გამჟღავნდა ოფიციალური მონაცემებით ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ. არცერთი დიაგნოზი არ არსებობს, რომელიც მისცემდა სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს. გაწერილია დეტალურად რომელი დიაგნოზები იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს, არცერთი არ არის სახეზე. მილიონი დოლარი დახარჯეს და ასეთი დიაგნოზი მაინც ვერ დადეს, ეს არის რეალობა. ჰყავდათ თავისი აქტივისტი ყოფილი სახალხო დამცველის სახით, თავისი აქტივისტი ცენტრი „ემპათიის“ სახით, დამატებით მილიონი დოლარი დახარჯეს ექიმებში, ლობისტებში, პიარ კამპანიაში და მაინც ვერ მოახერხეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ხაბეიშვილი და ჩალაძე აორგანიზებენ ქვეყნის მასშტაბით რაღაც პროტესტს, კეზერაშვილი ამ ადამიანებს აფინანსებს და რაზეა საერთოდ საუბარი
Next post მოულოდნელად გავიგე, რომ ანი ახმეტელი, რომელთანაც ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე დავდიოდით მე და ჩემი მეუღლე, ორსულად იყო ჩემი ქმრისგან