დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები

Read Time:53 Second

„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ – ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 29 აპრილს დაანონსებულ აქციას.

მისი თქმით, საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ევროპული კურსი აქვს აღებული. როგორც კაჭარავამ აღნიშნა, ის, რაც საქართველოსთვის მიუღებელია, მისთვის გარედან თავს მოხვეული არ უნდა იყოს.

„მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ამ ურთულეს პერიოდში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ხელისუფლებას და ვფიქრობ, მთელი მსოფლიოსთვის იქნება გზავნილი, რომ ჩვენ გვსურს, ჩვენით მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ რომელი გზით უნდა იაროს საქართველომ. ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილება არის, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთით, მაგრამ ის სენსიტიური მომენტები, რაც ჩვენთვის მისაღები არ არის, არ შეიძლება საქართველოსთვის გარედან თავს იქნეს მოხვეული.

ამიტომ, ვფიქრობ, ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც შიგნით, ასევე გარეთ – მნიშვნელოვანი შეკრებაა, რომ ხალხი რაღაცის გარშემო გაერთიანდეს. პრემიერის სიტყვებს გავიხსენებ: ნებისმიერი ოკუპაცია არის დროებითი, თუ მტერმა ვერ მოახერხა შენი იდენტობის წაშლა – ძალიან შინაარსობრივი და სიღრმისეული სიტყვებია და ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გაერთიანდეს, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
Next post სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას