გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება

Read Time:47 Second

ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს საზოგადოებაში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის”ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები აქციაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ იკრიბებიან.

„საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ, განვითარებისკენ და ამ კანონპროექტით, ეს ყველაფერი იკეტება, იხურება. ამიტომ ყველა უნდა შევიკრიბოთ ყოველთვის, იმისთვის, რომ საქართველომ, ეს ძნელბედობის სიტუაცია გადალახოს. ქვეყანა, ერი ყველა ერთიანია, ვინც არის ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ეს არის ივანიშვილი და მისი რაღაცა მომსახურე პერსონალი, რომელსაც პოლიტიკოსები ჰქვიათ. ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აქციაზე.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ღიად ვიტყვი, რომ კომიტეტის დანიშვნა ხელით მართული აქციის პარალელურად, ასევე, პროვოკაციის მცდელობა არის “ქართული ოცნების” მხრიდან და ვფიქრობ, რომ უნდა გადადონ ეს კომიტეტის სხდომა. ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ და აუცილებლად კომიტეტის სხდომაზე ვიქნებით. ამას თუ არ აკეთებენ, ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ხელით, ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს საზოგადოებაში”, – აღნიშნა ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება
Next post თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან