„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება

Read Time:30 Second

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ქვეყანას ევროპას აშორებს.

„მაშინ, როდესაც მთელი განვითარებული მსოფლიო მათ ეუბნებათ, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღონ, ეს დაგვაშორებს ევროკავშირს და ევროკავშირში არ მიგვიღებენ, ისინი მაინც ამას აკეთებენ. კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას უნდა, რუსეთისკენ წაიყვანოს ეს ქვეყანა, ყველანაირი გზა გადაგვეკეტოს ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.

აქციის მონაწილეებს მოგვიანებით დაგეგმილი აქვთ საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით მსვლელობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას
Next post გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება