ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან

Read Time:35 Second

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა მივიდეთ ჩვენ 29-ში [სახალხო შეკრებაზე], – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„სახეზეა მორიგი შეთქმულება და შემოტევა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მიდის კოორდინირებულად – შიგნიდან და გარედან. ამაზე მეტყველებს თუნდაც ევროპარლამენტის ის სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც ინიცირებული არის კორუმპირებული ევროდეპუტატების გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ გამოიწვიონ ეს მასობრივი არეულობა

მიზანი არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამხობა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ისეთი პრაქტიკულად მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რომელიც უარს იტყვის სუვერენული პოლიტიკის გატარებაზე, ძირს გამოუთხრის ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტს, გზას გაუხსნის ლგბტ პროპაგანდას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და კიდევ მთელი რიგი სხვა საკითხები“, – მიიჩნევს ბათიაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოძრაობა შეიზღუდება! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
Next post გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის