იაგო ხვიჩია სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: ვერ ვპოულობ მის თანამოაზრეებს, რომლებიც დამენიძლავებიან იმაზე, რასაც მათი ლიდერი ამბობს

Read Time:28 Second

„ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მე დღესაც მზად ვარ ფსონების მისაღებად იმ ხალხის, ჩემი კოლეგების მიერ, ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოშია“, – ამბობს „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე განცხადებით, ვერ პოულობს ადამიანს, რომელიც დაენიძლავება სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, ცალკე პრობლემაა, რომ შენივე აშენებული ქალაქიდან „ლაივს“ დებ და ხალხი მაინც არ გიჯერებს, აქ ხარ თუ არა. მგონი, ამაზე საფიქრალია. ამაზე პატიოსნად რა ვთქვა? კაცი ამბობს, აქ ვარო, „ლაივებს“ დებს და მე კიდევ ვერ ვპოულობ მის თანამოაზრეებს, რომლებიც დამენიძლავებიან იმაზე, რასაც მათი ლიდერი ამბობს“, – აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წყალტუბოში იუსტიციის სახლი გახსნა
Next post დავით ზილფიმიანი – სააკაშვილი ცდილობს მისი ბრმა მხარდამჭერების მობილიზებას, ვიდეოს სახით კიდევ უფრო დაარწმუნა ისინი, თითქოს უკვე საქართველოშია