იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წყალტუბოში იუსტიციის სახლი გახსნა

Read Time:55 Second

„იუსტიციის სახლი არის ადგილი, რომელშიც ადამიანი ყველაზე კარგად გრძნობს, რომ
სახელმწიფო მისი სახლია”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წყალტუბოს
იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა.
სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე წყალტუბოშიც არის
შესაძლებელი. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იმერეთის გუბერნატორთან ერთად
წყალტუბოში იუსტიციის სახლი გახსნა.
რატი ბრეგაძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, რომლის
მხარდაჭერითაც წყალტუბოში იუსტიციის სახლის გახსნა გახდა შესაძლებელი.
როგორც მინისტრმა განაცხადა, იუსტიციის სახლი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ
არის, არამედ არის ძალიან დიდი იდეა და დასძინა, რომ უწყების პრიორიტეტი სერვისების
ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდაა.
ახლადგახსნილი იუსტიციის სახლის პირველი ვიზიტორები, რომლებმაც კოვიდბარათები აიღეს,
იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა
ლომინაძე იყვნენ.
წყალტუბოს იუსტიციის სახლი რიგით 27-ეა ქვეყნის მასშტაბით, სადაც მაღალკვალიფიციური
პერსონალი მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ფილიალში,
მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.
წყალტუბოს იუსტიციის სახლში სსიპ იუსტიციის სახლის 14 თანამშრომელი დასაქმდა. ასევე,
ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების
თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.
იუსტიციის სახლში სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით
გაიცემა.
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი
ფუნქციონირებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: როდესაც ასეთი თაღლითური ფეიკებით ცდილობენ ხალხის დარწმუნებას რაღაცაში, ეს უმძიმესი შეურაცხყოფაა და თავისი ამომრჩეველიც დასჯის ამისთვის
Next post იაგო ხვიჩია სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: ვერ ვპოულობ მის თანამოაზრეებს, რომლებიც დამენიძლავებიან იმაზე, რასაც მათი ლიდერი ამბობს