ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა დაგვიანებული არ არის

Read Time:1 Minute, 13 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა დაგვიანებული არ არის. უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, დოკუმენტი ძალაში იყო, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ და ამბობენ, რომ მისი ანულირება ვერ მოხდება, რადგან მასზეა ყველა იმ მხარის ხელმოწერა, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, პარტიამ შეთანხმებაზე ხელმოწერით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„შეიძლება, სხვადასხვანაირი შეფასებები მოჰყვეს ჩვენს გუშინდელ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინაც ვაცხადებდით, რატომ ვერ ვაწერდით და არ ვაწერდით ხელს დოკუმენტს. მაგრამ, ის რაც გააკეთა შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც შეიძლება, მხოლოდ საბაბად მოიყვანო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო გადის დოკუმენტიდან, ეს ხომ წმინდა წყლის მიზეზის მოძებნის მცდელობა იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი რომც ჰქონოდა მოწერილი, „ქართული ოცნება“ დოკუმენტს მაინც დატოვებდა, ოღონდ სხვა საბაბით. აქ ხომ რეალობა სხვა იყო, ის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 43 პროცენტს, ვერ უახლოვდება ბარიერს და ამიტომ გადაწყვიტა დოკუმენტიდან გასვლა, თითქოს ის ვალდებულება ჩამოეხსნა, რომელიც 43%-იან ბარიერს უახლოვდება. ეს ვერაფრით ვერ მოხდება ასე, იმისდა მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნებოდა თუ არა ხელი მოწერილი დოკუმენტზე. დოკუმენტი ძალაში იყო და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ და ამბობენ, რომ მისი ანულირება ვერ მოხდება, რადგან მასზეა ყველა იმ მხარის ხელმოწერა, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში. შესაბამისად, ცალმხრივად ამ დოკუმენტის დატოვება წარმოუდგენელია. არ ვთვლი, რომ ეს დაგვიანებულია. ასევე გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერა არასოდეს არის დაგვიანებული, ყოველთვის დროულია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა
Next post თენგიზ ცერცვაძე: დღეს, საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა