თენგიზ ცერცვაძე: დღეს, საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა

Read Time:24 Second

დღეს, საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა, – ამის შესახებ „ქრონიკას“, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საჭიროა რეგულაციების შესრულება და ასევე აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა დაიცვას თავისი თავი, ახლობლები, ოჯახის წევრები ატაროს პირბადე და დაიცვას სოციალური დისტანცია.

„ის, რომ, ვაქცინაცია ამცირებს დრამატულად 20-30-ჯერ მძიმე შემთხვევების რაოდენობას, ამცირებს ჰოსპიტალიზაციას, ამცირებს რეანიმაციაში პაციენტის მოხვედრის რაოდენობას და დაახლოებით 80-90 პროცენტით ამცირებს სიკვდილიანობას, ეს დადასტურებულია და არანაირ განსჯას არ ექვემდებარება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა დაგვიანებული არ არის
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა