გიორგი ვოლსკი: ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, თითქოს, არჩევნები გაყალბდა

Read Time:27 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ გაყალბებული არა ცესკო-ს შედეგები, არამედ – ხმების პარალელური დათვლისა და კვლევების შედეგები იყო გაყალბებული.

„ჩვენ ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, რომ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. აღმოჩნდა, რომ, თურმე, სწორედ პარალელური დათვლებია გაყალბებული და თან – მნიშვნელოვნად; აღმოჩნდა, რომ ჩატარებული კვლევებია გაყალბებული, თან – მნიშვნელოვნად და არასწორი ციფრებია გამოქვეყნებული. აღმოჩნდა ისიც, რომ ოპოზიციის 12 თუ 13 ათას წარმომადგენელს ხელი აქვს მოწერილი ოქმებზე და ამის გაყალბება შეუძლებელია“, – აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის გადალახვა „ქართული ოცნებისთვის“ ნამდვილად არ იქნება რთული
Next post ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა