ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა

Read Time:26 Second
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები დალოცა, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.
 
საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორემ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს ტოკიოში მყოფი ჩვენი სპორტსმენები, რომელთაც გამარჯვება უსურვეს.
 
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე წარადგენს, იხილეთ ამ ბმულზე.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, თითქოს, არჩევნები გაყალბდა
Next post ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა