ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

Read Time:22 Second

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში იგი იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდა. ფინალში მოსახვედრად ვაჟა მარგველაშვილმა კორეელი ბაულ ანი დაამარცხა.

მანამდე, მან ისრაელის წარმომადგენელს, ბარუხ შმაილოვს სძლია და ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში დაიმკვიდრა ადგილი.

მარგველაშვული -66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე წარადგენს, იხილეთ ამ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა
Next post რამდენმა მოქალაქემ ვერ მიიღო „ფაიზერზე“ რეგისტრაციის ჯავშნის შესახებ შეტყობინება და რა არის ამის მიზეზი. თამარ გაბუნიას განმარტება