გიორგი აბაშიშვილი – სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5%-ით შემცირება ლოგიკური და დროულია

Read Time:1 Minute, 1 Second

„სრულიად ლოგიკური და დროულია საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტით 9.0 პროცენტამდე შემცირება,“ – აღნიშნულის შესახებ განცხადებას ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი აკეთებს.

მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საკრედიტო აქტივობას გაზრდის, რაც ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ საგარეო შოკებიდან გამომდინარე ინფლაციური წნეხი ამ ეტაპზე მინიმიზებულია, დასტაბილურებულია იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასებიც.

„მაგალითად, საწვავზე და შესაბამისად, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე და ა.შ. ადგილობრივი წარმოების საქონელზე სტაბილური და რიგ შემთხვევაში ფასების კლების ტენდენციამ, რაც წლის ბოლოს თან დაერთო ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება, უზრუნველყო შიდა ფაქტორებით გამოწვეული ინფლაციური რისკების კლება. ფაქტია, რომ მოცემულ ეტაპზე ინფლაცია ჩამორჩება მიზნობრივ მაჩვენებელს. აღსანიშნავია ასევე, რომ გარე კვალიფიციური შეფასებით, Fitch Rating-ის მოლოდინებით, 2024-2025 წლებში ინფლაცია სებ-ის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში დარჩება“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციური რისკები მინიმიზირებულია, შემცირებულია ინფლაციური მოლოდინები.

„შესაბამისად მიმაჩნია, რომ განაკვეთის შემცირება ქვეყანაში გაზრდის საკრედიტო აქტივობას, რაც ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. 2024 წელს აუცილებელია ქვეყანამ აჩვენოს მაღალი ეკონომიკური ზრდა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის ტენდენციის შენარჩუნების გზით. ამ მხრივ, ცხადია განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის კოორდინირებულ მუშაობას. ამასთან, ცხადია მუდმივი ყურადღება ესაჭიროება საგარეო ფაქტორებიდან, უპირატესად კვლავ მწვავე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ რისკებს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის სამინისტრო: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება
Next post დიმიტრი ხუნდაძე სამთავრობო ცვლილებებზე: მმართველ გუნდს ამ ლიდერებით კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ და ეს ცვლილებებიც მხოლოდ ამას ემსახურება