ჯანდაცვის სამინისტრო: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება

Read Time:28 Second

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა – კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში,  რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიიღეს.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება.  „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა  და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრები, 5 მარტამდე,  ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: თინა ხიდაშელის ორგანიზაცია არის „ენჯეოს“ ფუტლარში ჩადებული ლობისტური კომპანია, რომელიც პირდაპირ იღებს ფულს სეპარატისტული მთავრობისგან, რომ დააზიანოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები
Next post გიორგი აბაშიშვილი – სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5%-ით შემცირება ლოგიკური და დროულია