გიგი უგულავა: გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილზე უადგილოდ და ხეპრულად ილაპარაკა

Read Time:45 Second

გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილზე უადგილოდ და ხეპრულად ილაპარაკა. უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი უკრაინის თემა მიწყნარდება, სააკაშვილის თემა გააქტუალურდება, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მოდი პირდაპირ ვთქვათ, გუშინ უადგილოდ და აბსოლუტურად ხეპრულად ილაპარაკა სააკაშვილზე. იმიტომ, რომ იქ საერთოდ არ იყო სასაუბრო. ეს ძალიან ცუდი ტონი იყო, იმიტომ, რომ თემაც არ ითვალისწინებდა სააკაშვილზე ლაპარაკს.

უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი უკრაინის თემა მიწყნარდება, სააკაშვილის თემა გააქტუალურდება. ამიტომ, “ქართული ოცნება” შიშობს – ზურაბიშვილი მათია, მაგრამ ყურმოჭრილი არ არის. ამიტომ, სიტუაციის სხვადასხვა ვარიანტის განვითარების პირობებში შესაძლოა მაინც გადადგას ეს ნაბიჯი. ამიტომ, ეს მათთვის ჯოჯოხეთური სცენარი იქნება. აქედან გამომდინარე მე ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს მკაფიო. ის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაშინ აღმოჩნდება, თუ ის არც იქით იქნება, არც აქეთ და არსად არ იქნება.

სამწუხაროდ გუშინდელი გამოსვლა ეგ იყო, რომ მე მინდა არსად არ ვიყო, ცოტა ზევით ვიყო, ვთქვა რაღაც, ვითომ სიმართლეა, მაგრამ ამას არაფერი არ მოყვება. სჯობს, ცოტა ილაპარაკოს და საქმე გააკეთოს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სასამართლომ რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა
Next post პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში იმყოფებიან