სასამართლომ რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა

Read Time:28 Second

სასამართლომ რუს ჟურნალისტს, რომელმაც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატი გაშალა, ჯარიმის სახით 30 000 რუბლის (200 დოლარი) გადახდა დააკისრა.

მარინა ოვსიანიკოვა დამნაშავედ ცნეს „არასანქცირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“.

ჟურნალისტმა სასამართლო დარბაზი უკვე დატოვა. როგორც ოვსიანიკოვამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მისი დაკითხვა 14 საათი გაგრძელდა და მას ახლობლებთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ. მისივე განცხადებით, სხვა კომენტარებს ის ხვალ გააკეთებს.

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ოვსიანიკოვა დააჯარიმეს არა ომის საწინააღმდეგო პლაკატის პირდაპირ ეთერში ჩვენების, არამედ იმ ვიდეოს გამო, რომელიც მან სოციალური ქსელებით გაავრცელა და რომელშიც რუსეთის შეჭრას უკრაინაში „ძმათამკვლელი ომი“ უწოდა, ხოლო პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს დააკისრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა
Next post გიგი უგულავა: გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილზე უადგილოდ და ხეპრულად ილაპარაკა