ბოლო ცნობები ისრაელიდან – რა ინფორმაციას ავრცელებს IDF-ი

Read Time:39 Second

IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროები თვალყურს ადევნებენ ყველა უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც ირანიდან ისრაელში გაუშვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისკენ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. საჰაერო თავდაცვის სისტემა არის მაღალ მზადყოფნაში, ამავე დროს, მზადყოფნაშია როგორც საჰაერო ძალების თვითმფრინავები, ასევე საზღვაო ძალების ხომალდები, რომლებიც ასრულებენ მისიას ქვეყნის ცის დასაცავად, IDF აკონტროლებს ყველა სამიზნეს“, – აცხადებენ სამხედროები.

ამერიკულმა ტელეკომპანია CBS News-მა გასულ კვირას ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი და აშშ დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ მოელის, რომ ირანი უფრო ადრე, ვიდრე გვიან თავს დაესხმება ისრაელს.

„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაზე – ადამიანი, რომელიც კომისიაში შეიყვანა, მან სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გეგმაში მიიღო მონაწილეობა, ეს სქემა მხილებულია და ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს
Next post ძალიან მძიმე ვითარება-ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა