მამუკა მდინარაძე სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაზე – ადამიანი, რომელიც კომისიაში შეიყვანა, მან სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გეგმაში მიიღო მონაწილეობა, ეს სქემა მხილებულია და ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს. მდინარაძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კომისია, მათ შორის, იმ ადამიანით დააკომპლექტა, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა. მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაცები კადრულობენ.
„სალომე ზურაბიშვილმა [სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევი კომისია] დააკომპლექტა იმ ადამიანებით, ყოველ შემთხვევაში ერთი ვიცი და ასეთი შეიძლება სხვაც იყოს, ერთ-ერთი, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა სამწუხაროდ. როდესაც ეგონათ, რომ საბანკო სისტემა ჩამოიშლებოდა, მათ ეს ქნეს, გააკეთეს და გადადგნენ. საბანკო სისტემა არ ჩამოიშალა და ადამიანი, რომელიც კომისიაში შეიყვანა, მან სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გეგმაში მიიღო უკვე მონაწილეობა და ამით ის მხილებულია. ეს სქემა მთლიანად მხილებულია და სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაცები კადრულობენ“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...