ისრაელის საჰაერო სივრცემდე საფრენი აპარატების მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება… იქნება GPS შეფერხებები – დანიელ ჰაგარი

Read Time:48 Second

ისრაელის თავდაცვის ძალები [IDF] ირანიდან თავდასხმის დაწყებას ადასტურებს. პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანიდან გაშვებული ათობით თვითმფრინავი ისრაელისკენ მიემართება. მისი თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ და მათ საჰაერო სივრცემდე საფრენი აპარატების მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.

ჰაგარი ამბობს, რომ იქნება GPS შეფერხებები, რადგან სამხედროები უპილოტო თვითმფრინავების დასაჭერად მუშაობენ.

.„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისკენ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. საჰაერო თავდაცვის სისტემა არის სულ მზადყოფნაში, ისევე როგორც საჰაერო ძალების თვითმფრინავები და საზღვაო ძალების ხომალდები, რომლებიც ასრულებენ მისიას ქვეყნის ცის დასაცავად. IDF აკონტროლებს ყველა სამიზნეს“, – ნათქვამია IDF-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ამერიკულმა ტელეკომპანია CBS News-მა გასულ კვირას ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი და აშშ დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ მოელის, რომ ირანი უფრო ადრე, ვიდრე გვიან თავს დაესხმება ისრაელს.

„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება
Next post „ქრონიკის“ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა