მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება

Read Time:33 Second

არა მხოლოდ პოლიციაზე ძალადობაში, არამედ ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე განუცხადა.

მდინარაძის თქმით, როდესაც იწყალებ პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და სალომე ზურაბიშვილმა „ნაცური“ გადაწყვეტილება მიიღო.

„არა მხოლოდ პოლიციაზე ძალადობაში, არამედ ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა, მის შეწყალებულთა სია გაიხსენეთ და ამით უკვე დასკვნები ადვილი გამოსატანია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს არ მუშაობს – ირაკლი ღარიბაშვილი
Next post ისრაელის საჰაერო სივრცემდე საფრენი აპარატების მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება… იქნება GPS შეფერხებები – დანიელ ჰაგარი