მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს არ მუშაობს – ირაკლი ღარიბაშვილი

Read Time:53 Second

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ მართლაც მეუხერხულება ამ საკითხებზე საუბარი – საზოგადოებამ, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია. ეს არახალია. იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა თქვენმა ხელისუფლებამ და რომ არ მოგვეგო მაშინ, ამ კაცს მოკლავდნენ, მე ციხეში დამიჭერდნენ. იცით, პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან რამხელა აღვირახსნილი კამპანია წარმოებს ჩემ წინააღმდეგ – ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა. ასევე იცით, რომ რაღაც პერიოდი აღარ ვიყავი პოლიტიკაში და მაშინაც გაგრძელდა ეს კამპანია. დავბრუნდი პოლიტიკაში, და გაგრძელდა, რა თქმა უნდა. აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი და აგრძელებთ ამ კამპანიას, მაგრამ ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ – რომ არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი. ასე რომ, ყველაზე კითხვაზე არის გაცემული პასუხი. თუ დამატებით რაიმე კითხვები არსებობს, ამას ჩემი ოჯახის ადვოკატი გასცემს პასუხს და, რა თქმა უნდა, თქვენ მოგიწევთ პასუხის გაცემა სასამართლოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა კაკაბაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: „არა „რუსულ კანონს“! კი ფარას იდენტურ კანონს! – ჩვენ ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ კანონდამრღვევების წინააღმდეგ
Next post მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება