გახდი სამხედრო პოლიციელი

Read Time:1 Minute, 1 Second

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, მოქალაქეებს 21 – დან 35 წლის ჩათვლით სთავაზობს 4 წლიან საკონტრაქტო სამხედრო პროფესიულ სამსახურს თბილისსა და რეგიონებში საკონტრაქტო სამსახურში მისაღებად მოქალაქეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს: • რეგისტრაცია; • სამედიცინო შემოწმება; • საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის პერიოდში ყოველთვიური დარიცხული ანაზღაურება შეადგენს 1250 ლარს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, განთავსებით, ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რიგითის მინიმალური ხელფასი შეადგენს 1530 ლარს, რაც იზრდება წოდების და სტაჟის შესაბამისად პირველი 4 წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროებს ერთჯერადი ბონუსის სახით დაერიცხებათ 10 000 ლარი, ხოლო მეორე და მომდევნო კონტრაქტის დასრულების შემდეგ დაერიცხებათ 20 000 ლარი. სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ სამხედრო პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე. სამხედროებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის გათვალისწინებულია სწავლის თანადაფინანსება საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტიპენდია სემესტრულად 750 ლარის ოდენობით. #სამხედროპოლიცია #გახდისაქართველოსჯარისკაცი საკონტაქტო ინფორმაცია სამხედრო პოლიცია: 577196688 032 2 723535 შიდა ნომერი 28-64 E-mail: militarypolice@mod.gov.ge საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia Georgian Military News ??

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტი: “ქართული ოცნება” ახალისებს ძალადობას – ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ შეთანხმებული სამართალდამცველებთან ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება
Next post გია ვოლსკი: ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული “რესურსის” გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას