პრეზიდენტი: “ქართული ოცნება” ახალისებს ძალადობას – ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ შეთანხმებული სამართალდამცველებთან ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება

Read Time:54 Second

“მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ლისის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს  გამოეხმაურა

“ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ აზრის გამოხატვის უფლება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის მე-17 მუხლი და შეკრების თავისუფლება, 21-ე მუხლი ჩვენი კონსტიტუციის. დღეს ორივე დაირღვა, რამე თუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან, ადგილიც და პირობებიც, და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება. რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა და არა ადგილის დაცლას. ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორა ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ ჩაიშლება თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს.

აქ კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით და არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც, როგორც დღეს ვნახეთ, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რომან გოცირიძე: დღევანდელ დარბევაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება ირაკლი ღარიბაშვილს
Next post გახდი სამხედრო პოლიციელი