გია ვოლსკი: ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული “რესურსის” გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას

Read Time:53 Second

„პრაიდის კვირეული, სხვადასხვა ღონისძიებები, კონტრაქციები, მასშტაბური და ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა, მაგრამ დღეს საქართველოშია შექმნილი სხვა რეალობა, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთი, სადაც ამ ნიადაგზე ასევე ხდება დაპირისპირებები, იგივე  პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყნები“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალს და პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციას.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, იდეის დამკვიდრება არ შეიძლება მოხდეს ძალადობით, ვინაიდან წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება.

„ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და, რასაკვირველია, ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს. თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს- ესაა რწმენა, დამოკიდებულება. რასაკვირველია უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით. იდეის დამკვიდრება არ შეიძლება მოხდეს ძალადობით, ამას პერსპექტივა არ გააჩნია, უარესის მოტანა კი ნამდვილად შეუძლია, ვინაიდან არის მოცემულობა, როდესაც წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება“, – აცხადებს ვოლსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გახდი სამხედრო პოლიციელი
Next post დიმიტრი შაშკინი: ხვალ ამ 500 კაცს რომ არ მოეწონოს ქალები შარვლით, ან მამაკაცები შორტით?!