ანრი ოხნაშვილი ანა ნაცვლიშვილს – კონსტიტუციას რომ ვარღვევთ, ეს სიტყვა უკან წაიღეთ, თუ მომეჩვენა

Read Time:33 Second

კონსტიტუციას რომ ვარღვევთ, ეს სიტყვა უკან წაიღეთ თუ მომეჩვენა, აღარ გაგიკეთებიათ ამაზე რემარკა“ – მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს. ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს შეახსენა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მესამე პუნქტი გვეუბნება, რომ დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა და არა 12 საათისა. „ქალბატონო ანა, კონსტიტუციას რომ ვარღვევთ, ეს სიტყვა უკან წაიღეთ თუ მომეჩვენა, აღარ გაგიკეთებიათ ამაზე რემარკა ისე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მესამე პუნქტი გვეუბნება, რომ დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. 48 საათი წერია, 12 საათი არ წერია კონსტიტუციაში, ამიტომ, იმედი მაქვს, ამას კიდევ ერთხელ ჩაინიშნავთ“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა
Next post რატი იონათამიშვილი: ჯანდაცვის მინისტრის მოსმენით არც დაინტერესდა ოპოზიცია, ამით ჩანს ის დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ განვსხვავდებით