კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მონაწილე, საუკეთესო სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა. სტუდენტებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს, როგორებიცაა სოციალური მედიის ალგორითმული დისკრიმინაცია, სოციალურ მედიაში ადამიანთა უფლებების დარღვევა და მონაცემთა დაცულობა. სტუდენტებმა ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ყალბ ამბებს და დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება, რას ნიშნავს სიძულვილის ენა და როგორია თანამედროვე ეპოქაში სოციალური პლატფორმების პასუხისმგებლობა.
ტრენინგის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ასევე იმის შესწავლას, თუ რა როლი აქვს მომხმარებელს სოციალური მედიის ეკონომიკის გენერირებაში. სერტიფიცირებული ტრენინგები BBC აკადემიის სასწავლო მასალებით შექმნილი პროგრამით ჩატარდა. კურსის გავლის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა, რის საფუძველზეც მათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უკვე სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეუძლიათ გაუზიარონ, როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პირველად ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გასულ წელს ჩაატარა. 120 საკონკურსო ნამუშევრიდან სამი საუკეთესო გამარჯვებული ჟიურიმ გამოავლინა, რომლებსაც ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ. ხოლო იმ კონკურსანტებს, რომლებიც პირველ სამულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ხარისხიანი ნამუშევრები წარმოადგინეს და ამასთან, მაღალი კომპეტენცია და ეფექტური უნარები გამოავლინეს, კომუნიკაციების კომისიამ კარიერული განვითარების შესაძლებლობა მისცა.
მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ უკვე ოთხჯერ ჩატარდა, კომისია უახლოეს მომავალში ახალ კონკურსს ამჯერად სკოლის მოსწავლეებისთვის გამოაცხადებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....