გიგა გიგაშვილი: ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 100 სახეობის სამი ათასამდე ხე და 12 ათასამდე ბუჩქოვანი მცენარე დაირგვება

Read Time:56 Second

დაახლოებით100 სახეობის სამი ათასამდე ხე დაირგვება ტერიტორიაზე. ნაწილი უკვე დარგულია და მცენარეები ყოველდღიურად შემოდის ვაკის პარკის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. – ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე დაირგვება 12 ათასამდე ბუჩქოვანი მცენარე.

„როგორც ისტორიული, ასევე დენდროლოგიური კვლების ნაწილში ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად ჩაგვერთო ყველა ის წამყვანი სპეციალისტი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ბაზარზე. დენდროლოგიური კვლევა ჩაატარა საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა და სწორედ მათ მიერ მოხდა შემუშავება დენდროლოგიური პროექტის, რომლითაც განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. ეს არის ისტორიული ლანდშაფტი, ყველა ბილიკს, ყველა მოედანს თავისი ისტორია აქვს. ციციშვილი იყო დენდროლოგი, რომლის პროექტითაც მოხდა თავის დროზე აღნიშნული პარკის გამწვანება და ჩვენ სწორედ ამ ისტორიულ ნაწილს მივყვებით. აღდგება ყველა ის ბილიკი და მოედანი, რაც აქ ისტორიულად იყო. დაახლოებით100 სახეობის სამი ათასამდე ხე დაირგვება ტერიტორიაზე. ნაწილი უკვე დარგულია. მცენარეები ყოველდღიურად შემოდის ვაკის პარკის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ასევე დაირგვება 12 ათასამდე ბუჩქოვანი მცენარე. ეს იქნება დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პარკი გამწვანების თვალსაზრისით. ასევე ეს მცენარეები, ტერიტორიაზე ძალიან ჯანსაღ ეკოლოგიურ კლიმატს შექმნის. ეს დაემატება არსებულ სიმწვანეს, თუმცა გასული 6 თვის განმავლობაში სანიტარულ ჭრებს ვახორციელებდით პარკის ტერიტორიაზე, ვინაიდან დიდი ხანია არ ჩატარებია ამ ტერიტორიას განახლებითი სამუშაოები“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა გიგაშვილი: ვაკის პარკის კასკადი არქიტექტურითა და ვიზუალით ერთ-ერთი უნიკალურია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში
Next post კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა