30 ნოემბრიდან რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟს ზრდის, სიმინდზე კი ანულებს

Read Time:41 Second

რუსეთი 30 ნოემბრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ გადასახადს 1.9%-ით ზრდის.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 2 788 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 2 735.2 რუბლისა, რომელიც 29 ნოემბრამდე იყო აქტიური.

ქერზე არსებული ბაჟი 2 430 რუბლიდან 2 308 რუბლამდე შემცირდება, სიმინდზე კი რომლის საექსპორტო გადასახადი ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად მცირდებოდა, 30 ნოემბრიდან ნულოვანი გახდება.

საექსპორტო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასებიდან დგება, რაც 1 ტონა ხორბალზე 313.6 დოლარს (ნაცვლად არსებული 312.5 დოლარისა), ქერზე 283.7 დოლარს (286.7 დოლარი), ხოლო სიმინდზე 221.1 დოლარს (233.9 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის: 2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟი რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა.

რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟი 2021 წლის 2 ივნისს ამოქმედდა. ის ყოველკვირეულად საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე დარეგისტრირებული საექსპორტო ხელშეკრულებების ფასებს ეფუძნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ბარამიძე: ჭიაბერაშვილს ვერ გავიგე ნაცმოძრაობასთან, მით უმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს, არსებობს ამ ქვეყანაში რაღაცები რაც „მოსულა“ და რაც არ „მოსულა“
Next post Politico- უკრაინაში შეჭრიდან ცხრა თვის შემდეგ, პუტინი იწყებს დასავლეთის დაშლას