გიორგი ბარამიძე: ჭიაბერაშვილს ვერ გავიგე ნაცმოძრაობასთან, მით უმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს, არსებობს ამ ქვეყანაში რაღაცები რაც „მოსულა“ და რაც არ „მოსულა“

Read Time:1 Minute, 4 Second

ზურას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გავიგე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მით უმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაშინ გავიდა როცა პარტიას უჭირდა, „ალბათ, უნებლიეთ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა გამოუვიდა“.

„ამ ფაქტიდან გამომდინარე, ვფიქრობ ზურასთვის უპრიანი მთლად არ უნდა იყოს ამ პაექრობაში ჩართვა. ის ნაწილი, რაც ჩვენ სამუშაო ჯგუფში გავიარეთ გულისხმობს იმას, რომ კანდიდატად ოფიციალურად რომ დარეგისტრირდეს პირი, პოლიტიკური საბჭოს 5 წევრის რეკომენდაცია სჭირდება და ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება. თუ ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს ადამიანი, ფორმალურად ყველას შეუძლია, მაგრამ აქ მხოლოდ ფორმალურ მხარეზე ხომ არ არის საუბარი. საუბარია პოლიტიკურ და მორალურ მხარეზე. არსებობს ამ ქვეყანაში რაღაცები რაც „მოსულა“ და რაც არ „მოსულა“. მე ვფიქრობ, რომ არ „მოსულა“.

მე იმ განცხადებას ვგულისხმობ, როცა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილს ამოცანად გაცხადებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება. შესაბამისად, მაშინ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს იმ კონტექსტში, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაჩოჩებაზე იყო მთავარი ამბავი, უბრალოდ ამ ისტორიიდან გამომდინარე უხერხულია. ისე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა. არავინ არავის არაფერს უკრძალავს და ვერ უკრძალავს. ერთი არის პირადი დამოკიდებულება, ერთი არის მეგობრობა და მეორე არის პოლიტიკური სწორი და არასწორი ნაბიჯები. ერთმანეთისგან ეს უნდა გავყოთ“, – განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისია კვლავ განიხილავს უკრაინის კანონს და დასკვნაც იქნება
Next post 30 ნოემბრიდან რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟს ზრდის, სიმინდზე კი ანულებს