შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისია კვლავ განიხილავს უკრაინის კანონს და დასკვნაც იქნება

Read Time:26 Second

ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ვენეციის კომისია აგრძელებს მუშაობას უკრაინის კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ და დასკვნა იქნება 2023 წელს. შესაბამისად ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინამ გაიწვია კანონპროექტი, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„ვნახეთ, რომ ამ ინფორმაციამ თავის დროზე გარკვეული მღელვარება შემოიტანა. ოპოზიციამ რატომღაც ამ ინფორმაციის გამო ყიჟინა გამართა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადამოწმდეს მანამ, სანამ ის საჯაროდ გავრცელდება. შესაბამისად მდგომარეობა დღეს არის ასეთი, ვენეციის კომისია კვლავ განიხილავს უკრაინის კანონს და დასკვნაც იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარედგინა – ბრიფინგი პროკურატურაში
Next post გიორგი ბარამიძე: ჭიაბერაშვილს ვერ გავიგე ნაცმოძრაობასთან, მით უმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს, არსებობს ამ ქვეყანაში რაღაცები რაც „მოსულა“ და რაც არ „მოსულა“