ვლადიმერ პუტინი – ვაცნობიერებთ, რა არის ბირთვული იარაღი, არ ვაპირებთ, სამართებელივით ვიქნიოთ მთელ მსოფლიოში

Read Time:31 Second

ბირთვული საფრთხე იზრდება, თუმცა თუ რუსეთი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს ნიშნავს, რომ მეორეც ვერ გამოიყენებს, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, მათი შესაძლებლობა, განახორციელონ საპასუხო დარტყმა, მნიშვნელოვნად შეიზღუდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ამასთან, პუტინი აღნიშნავს, რომ რუსული სტრატეგია დაფუძნებულია საპასუხო დარტყმაზე, „როდესაც ჩვენ გვარტყამენ, საპასუხო დარტყმას ვაყენებთ“.

„ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავიცავთ. ჭკუიდან არ შევშლილვართ. ვაცნობიერებთ, რა არის ბირთვული იარაღი. ჩვენ გვაქვს ეს საშუალებები და უფრო მოწინავე სახით, ვიდრე რომელიმე სხვა ბირთვულ ქვეყანას. არ ვაპირებთ, სამართებელივით ვიქნიოთ ეს იარაღი მთელ მსოფლიოში. თუმცა გამოვდივართ იქიდან, რომ ის გვაქვს. ეს არა მაპროვოცირებელი, არამედ შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა პუტინმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე
Next post შალვა პაპუაშვილი – ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია, კოლეგებთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა