მამუკა მდინარაძე: არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე

Read Time:49 Second

დღეს, ამ მიმოწერით, სადაც ჩანს, რომ სთავაზობენ გარკვეულ თანხას, ნათელი გახდა, რომ ასეთი შეთავაზებებიც არის, არა მხოლოდ გულწრფელ მოტივებთან დაკავშირებული, – ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„მართლა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ღრმად სწამთ, რომ ისინი ამავდროულად თავისი სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან და უდიდესი პატივისცემა იმ ადამიანებს. მათ შორის შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც საშინლად იქცევიან, პოლიტიკურ კონტექსტში, საშინლად დამაზიანებელ მესიჯებს ახმოვანებენ, მაგრამ შეიძლება არაფერი ჰქონდეთ საერთო იმ სკანდალთან, რომელიც რამდენიმე საათის წინ გასკდა. ეს უნდა ვაღიაროთ.

ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე. რიგ შემთხვევაში, ეს ანაზღაურებაც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ არის ადამიანი წასული. არ გამოვრიცხავ პოზიციების დამთხვევას, რომ გულწრფელად უნდა იბრძოლოს ადამიანს, ასევე პატრიოტული მოტივებით, მაგრამ მათ შორის დამატებითი ფაქტორი იყოს გარკვეული ანაზღაურება. მაგრამ ის ხალხი, რომელიც სარგებლობს ადამიანის ერთი მხრივ, გულწრფელი მოტივებით და მეორე მხრივ, გაჭირვებით, მე იმ ხალხზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – მე, როგორც ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვალდებული ვარ, დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ
Next post ვლადიმერ პუტინი – ვაცნობიერებთ, რა არის ბირთვული იარაღი, არ ვაპირებთ, სამართებელივით ვიქნიოთ მთელ მსოფლიოში