ირაკლი ღარიბაშვილი – მე, როგორც ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვალდებული ვარ, დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ

Read Time:1 Minute, 5 Second

მე, როგორც ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვალდებული ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებთან და ბავშვებთან ერთად ქართველებიც დაღუპულიყვნენ.

„რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რამე ითქმის საჯაროდ, ბევრი რაღაც არ ითქმის, მაგრამ ერთს გეტყვით მთავარს და შევახსენებ ყველას, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც, ეს ფრონტი და ომი გადავიდეს საქართველოშიცო. ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში მმართველი პარტია არის „ქართული ოცნება“ და ჩვენ ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, საქართველოს ინტერესები.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე, როგორც ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვარ ვალდებული, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ფრონტიდან პოლიტიკური განცხადებები, არ ვიცი, რა სტილია, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უკრაინაშია, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვებ მშვიდობიანად დაბრუნებას
Next post მამუკა მდინარაძე: არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე