შალვა პაპუაშვილი – ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია, კოლეგებთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა

Read Time:42 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციას ლუქსემბურგის პარლამენტში ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა.

მისივე თქმით, საჭიროა მჭიდრო კონტაქტი, კომუნიკაცია პარლამენტებს შორის და ამ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ლუქსემბურგი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარს უჭერს.

„ლუქსემბურგის პარლამენტში ჩვენს კოლეგებთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი, ახლა უფრო ინტენსიურ კონტაქტზე უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. ზოგადად, ეს გასდევს ხაზად ჩვენს შეხვედრებს ევროპაში, რომ საჭიროა ძალიან მჭიდრო კონტაქტი, კომუნიკაცია პარლამენტებს შორის კომიტეტების დონეზე, მეგობრობის ჯგუფების დონეზე. ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ინტეგრაცია ევროკავშირის ინსტიტუტების დონეზე, არამედ უპირველეს ყოვლისა, ეს არის კომუნიკაცია, კავშირი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ. გვჭირდება ყველა ქვეყნის, მათ შორის ლუქსემბურგის დახმარება ამ გზაზე, რათა ჩვენი ინსტიტუტები, კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის ჩარჩოებს. გვჭირდება ყველა წევრი ქვეყნის ხმა. ჩვენ დღეს ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათ გულთან ერთად, მათი ხმაც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმერ პუტინი – ვაცნობიერებთ, რა არის ბირთვული იარაღი, არ ვაპირებთ, სამართებელივით ვიქნიოთ მთელ მსოფლიოში
Next post ლევან იოსელიანი – აღმოჩნდა, რომ სამი პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს, საარჩევნო საკითხებზე ორჯერ შეხვდა „ქართულ ოცნებას“, მათთან თუ დადიან და ყველა საკითხზე თანხმდებიან, ვის უცხადებენ ბოიკოტს