ლევან იოსელიანი – აღმოჩნდა, რომ სამი პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს, საარჩევნო საკითხებზე ორჯერ შეხვდა „ქართულ ოცნებას“, მათთან თუ დადიან და ყველა საკითხზე თანხმდებიან, ვის უცხადებენ ბოიკოტს

Read Time:57 Second

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფებს შორის შეხვედრა იმართება. განხილვის მთავარი თემაა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნა. შეხვედრას მმართველო გუნდი და ოპოზიციის ნაწილი ესწრება.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე გივი მიქანაძისგან შეიტყვეს, რომ სამი პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ორჯერ შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.

მისივე თქმით, ამ ფონზე ჩნდება კითხვა, ვის უცხადებენ ეს პარტიები ბოიკოტს.

„აღმოჩნდა, რომ სამი პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს და ვინც ამ ჯგუფებში ვმონაწილეობთ, ხან შეურაცხყოფას გვაყენებს, ხან „ქართულ ოცნებასთან“ აფელირებულ პარტიას გვიწოდებს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ორჯერ შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. როგორც გივი მიქანაძემ გვითხრა, შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა და მათი მოსაზრებები იქნა გათვალისწინებული. გაგვიჩნდა რეალური კითხვა, მაშინ ვის უცხადებენ ეს პარტიები ბოიკოტს? ჩვენ, პარტია „მოქალაქეებს“, „გირჩს“ და გახარიას პარტიას? „ქართულ ოცნებასთან“ თუ დადიან და ყველა საკითხზე თანხმდებიან, რატომ არ მოდიან შეხვედრებზე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რასაც ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ შესახებ და სამუშაო ჯგუფებზე საუბრობდნენ, სიმართლე არ იყო. მათმა ბოლო საქციელმა ჩემი ვარაუდი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მათი პროექტი არ ვიცი, მაგრამ როგორც გივი მიქანაძემ გვითხრა, მათი მოსაზრებები ასახულია და მზად არიან, გაიზიარონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია, კოლეგებთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს