საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში 360 ათასი ბოთლი ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა
საქართველოდან, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, მსოფლიოს 26 ქვეყანაში 360 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 43 პროცენტით გაიზარდა. სულ ექსპორტირებულია 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 32 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9 პროცენტით აღემატება გასული წლის 11 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 36,4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 3 პროცენტი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინის(0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 11 პროცენტით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 281 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს
საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia -...
ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება
მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13...
ლევან დავითაშვილი – გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო
ჩვენ მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ...
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად – რომელ ადგილზეა საქართველო?
numbeo ცხოვრების ღირებულების 2024 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია წარმოდგენილი. ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე ნაკლები ქულა აქვთ, შედარებით...
“ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები რომ საქართველოში იფრინონ”
ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის...
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თაღლითებმა არ აიღონ სესხი თქვენი სახელით
აკონტროლეთ ვის აქვს წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე და შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია. თაღლითებს ნამდვილად შეუძლიათ უცხოსგან სესხის აღება. მომხმარებელი კი...