თბილისში ღამის ავტობუსმა შესაძლოა ლისის ტბის და ვაკის მიმართულებით იაროს
თბილისში ღამის ავტობუსმა შესაძლოა ლისის ტბის და ვაკის მიმართულებით იაროს. როგორც “ღამის ეკონომიკის” პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ამბობს, ახლა ღამის ავტობუსით 30-40 მგზავრი სარგებლობს, თუმცა, მერიას კონკრეტული მონაცემები დეკემბრის ბოლოს ექნება. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“გვინდა, ზაფხულში უკვე სხვა მიმართულებებზე გავუშვათ ავტობუსი, მაგალითად, ვაკის მიმართულებაზე, რადგან ამ მიმართულებით არაფერი მოძრაობს ღამის განმავლობაში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კუს ტბაზე რამდენიმე დაწესებულებაა. ასევე, საინტერესოა ლისის მიმართულება, ამიტომ ეს შეიძლება იყოს ცალკე ხაზი. ძვირი სიამოვნება იქნება, უბრალოდ ავტობუსი რომ გავუშვათ დაკვირვების გარეშე, ამიტომ გვინდა, სარგებლიანი იყოს ქალაქისთვის და ფული არ დაიფანტოს.
222 ნომერი რეგულარულად მოძრაობს პარასკევს და შაბათს, რადგან ამ დღეებში ყველაზე მეტი დატვირთვაა. რასაც ვუყურებთ ძირითადად, ერთი და იგივე ადამიანები დაჰყვებიან, რომლებიც ღამის განმავლობაში მუშაობენ, დაახლოებით, 30-40 ადამიანი. ვფიქრობთ, მეტი კომუნიკაცია გვჭირდება ტურისტებთან, რომ მათაც გაიგონ ამ ავტობუსის არსებობის შესახებ. ამ ეტაპზე ეს კომუნიკაცია არ გვაქვს, რასაც ზაფხულის პერიოდში მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა გვარჯალაძემ.
თბილისში ღამის ავტობუსი 22 სექტემბერს გვიან ღამით ამუშავდა. ის ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე მუშაობს. ღამის ავტობუსების მოძრაობის სქემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად დავით ფაჩულია დაინიშნა
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დავით...
რა პროექტები განხორციელდა თბილისში სპორტისა და კულტურის მიმართულებით
„იმედის კვირა“ თბილისის მერიის მიერ სპორტისა და კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა. გადამღები ჯგუფი მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიასა და კულტურის...
Le Figaro: თბილისი – აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება
საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა Le Figaro-მ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10-გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა...
ხვალიდან ავტობუსების ნაწილი 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება
ავტობუსები - N12, N22, N58, N30, N91 და N92 ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ...
კახა კალაძემ თბილისის მერად მუშაობის შედეგები შეაჯამა
„ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა და რაც შეიძლება ბევრი ახალი მწვანე სივრცის შექმნა. ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში...
კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871...