ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

„დაირგო სხვადასხვა ჯიშის 418 166 ძირი სეზონური ყვავილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პარკსა და სკვერს.

განხორციელდა მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული კვლევა და შემდეგ წამლობა სხვადასხვა მისამართზე, 129 897 ძირ მწვანე ნარგავზე.

კონკრეტულად: განახლდა ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკი, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია. ტერიტორიაზე, ჯამში 6 088 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

ვარკეთილის დასახლებაში, დ. ალექსიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო. შედეგად 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1 879 ძირი ხე და 2 423 ბალახოვანი მცენარე დაირგო. ასევე, დაითესა 6 200 კვ.მ ტერიტორიაზე ბალახი.

რეაბილიტირდა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი ჰიდროთესვის პრინციპით.

განახლდა მოსკოვის გამზირზე არსებული ორკილომეტრიანი შუა ზოლი, სადაც საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 9 063 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

ევროპის ქუჩაზე არსებულ ორკილომეტრიან შუა ზოლში 746 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

დაირგო 70-მდე ძირი მწვანე ნარგავი ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებულ შუა ზოლში.

აღმაშენებლის გამზირზე, №59ა-ში მდებარე ვერტიკალური კედელი, რომლის ფართობიც 200 კვადრატულ მეტრზე მეტია, 19 894 ძირი მცირე ზომის ახალი მცენარით შეივსო.

26 მაისის მოედანზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 1 000 კვ. მ-ია, სხვადასხვა სახეობის 357 ძირი ხე და ბუჩქი, 5 264 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგო.

4 208 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო გულუას ქუჩაზე, 5 000 კვ.მ ფართობზე, სადაც გამწვანებული კუნძულები მოეწყო.

თამარაშვილის ქუჩაზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე 2 044 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. ასევე, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბალახის საფარი.

სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარედ არსებულ კუნძულები 300-მდე ნარგავით გამწვანდა.

ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ ზოლში 50-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

მარჯვენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან არსებულ გამწვანებულ კუნძულებზე დაირგო 348 ძირი მწვანე ნარგავი.

100-მდე მწვანე ნარგავი დაირგო აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ ახლადმოწყობილ კუნძულებზე“, – წერს კახა კალაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს –...

ციფრული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, სრულყოფილი იყოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ადეკვატურობის და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მოინახება ის ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს. ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას, ბეჟაშვილის თქმით, არც დღევანდელ სხდომაზე და არც მომავალ ყრილობაზე ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიაში შესვლის საკითხი არ განიხილება.„ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა მხარდაჭერილია პარტიის წევრების უმრავლესობაში. იმავდროულად, ამ ეტაპზე, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე, მომავალ ყრილობაზე არ განიხილება ნანუკას პარტიაში შემოსვლის საკითხი. ჩვენ კონსულტაციებისთვის ავიღეთ 6-თვიანი პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ის, ვინც პოლიტიკაში შემოსვლას ფიქრობს, ჩამოყალიბდეს სტრატეგიული მიმართულებით, შეკრას საკუთარი გუნდი, მხოლოდ ამის შემდეგ, მოხდება პარტიაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ახალი ადამიანების შემოსვლა.სჯობს, თინა ბოკუჩავას ჰკითხოთ, რატომ არ ესწრება პოლიტსაბჭოს. იმედია, მომავალ ყრილობას დაესწრება. ზოგადად, პარტიაში პროცესები კონსტრუქციულად მიმდინარეობს, რთული პერიოდია, ეს გარდამავალი პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა საბოლოო სტრუქტურული რეორგანიზაცია მოვახდინოთ“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.„საუბრობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს როგორც მიშას... ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ”,- განაცხადა სააკაშვილმა.რაც შეეხება პოლიტსაბჭოს სხდომას, შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ ესწრება.დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ლიდერები და წევრები „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განისაზღვრება ყრილობის ჩატარების თარიღი. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომის დღის წესრიგში ასევე იქნება დელეგატების მოწვევის წესი და ა.შ.

სახალხო დამცველმა ქალი პატიმრები, მათ შორის, მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ქალი პატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტები - მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა.როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იოსელიანი პატიმრების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, ასევე, მათგან მიიღო ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ.„30 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულება მოინახულა, შეხვდა და ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას და ქალ პატიმრებს, დაათვალიერა საცხოვრებელი და საერთო სივრცეები, მათ შორის, დედათა და ბავშვთა განყოფილება. პატიმარმა ქალებმა სახალხო დამცველთან თავიანთი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.სახალხო დამცველი ასევე გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს, მოინახულა ახლად გახსნილი საკონდიტრო სივრცე და მაღაზია, მიიღო ინფორმაცია მსჯავრდებულთა ჩართულობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ყოფნისას, სახალხო დამცველი ასევე, შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს და მზია ამაღლობელს; გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, მიიღო ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ.საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დაცვა და არსებული გამოწვევების დროული გამოვლენა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება.აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა.საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ემი დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).

ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვისა და შეიარაღებისთვის 3.47 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვისა და შეიარაღებისთვის 3.47 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.ევროკომისიამ უკრაინისთვის 3.47 მილიარდი ევროს გადარიცხვა 90 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის მხარდაჭერის სესხიდან დაიწყო.გამოყოფილი თანხა შორ მანძილზე მოქმედი დრონების, რაკეტებისა და Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების დაფინანსებას მოხმარდება.„ჩვენი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტის ფარგლებში განხორციელებული გადარიცხვით, ჩვენ უკრაინას საკუთარი ხალხის დაცვაში ვეხმარებით. ასევე, ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიებს კიდევ უფრო ვაახლოებთ. დრონების შესახებ ჩვენი შეთანხმება ასე ხორციელდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს და ამ დღეს იკითხება მისივე ტროპარი და კონდაკი.ტროპარი:„ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.“კონდაკი:„ქალწულებისა სიკეთითა განშუენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღუაწლითა გვირგვინოსანმან მარინე, სისხლითა ღუაწლთათა სხურებულმან და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან კეთილმსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღუაწლთა შენისათანი.“

ბოლო სიახლეები