ხვალიდან ავტობუსების ნაწილი 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება

Read Time:33 Second

ავტობუსები – N12, N22, N58, N30, N91 და N92 ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, N12 მარშრუტზე მოძრავ ISUZU-ს მარკის ოთხ ერთეულსა და N22-ზე მოძრავ სამ ერთეულ ავტობუსს BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებს.

რაც შეეხდება N58 მარშრუტზე მოძრავ ოთხ ერთეულ „ბოგდანის“ მარკის ავტობუსს, მათ BMC-ის მარკის ხუთი ავტობუსი შეცვლის. ასევე, N92 მარშრუტზე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების ნაცვლად, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.

N12 და N22 ავტობუსების ჩანაცვლების შედეგად, ISUZU მარკის გათავისუფლებული ავტობუსები N91 და N30 მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

საერთო ჯამში, დედაქალაქში „ბოგდანის“ მარკის 16 ერთეული ავტობუსი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა ლილუაშვილი: პარტია როცა დაფუძნდება და გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი
Next post ალეკო ელისაშვილი: ამნისტიის ორ პროექტს შორის არაფერი დიდი განსხვავებები არ არის – კომპრომისი შესაძლებელია