სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება

Read Time:33 Second

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დღეს შედგება.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათზე გაიმართება.

როგორც პირველ არხს ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, საუბარი შეეხება როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.

„ინაუგურაციას რაც შეეხება, ორშაბათს შედგება არჩეული პრეზიდენტისა და პრეზიდენტის შეხვედრა. სავარაუდოდ, იქ ჩამოყალიბდება გადაბარების ჯგუფი და ასევე, მსჯელობა იქნება ინაუგურაციის დეტალებზე, რომელიც ვიცით, რომ 16 დეკემბერს უნდა იყოს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

გიორგი მარგველაშვილმა 29 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საქმის გადაბარებაზე ითანამშრომლოს. სალომე ზურაბიშვილმა იმავე დღეს განაცხადა რომ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მზად არის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში ღამის ავტობუსმა შესაძლოა ლისის ტბის და ვაკის მიმართულებით იაროს
Next post “ოქროს ბურთის” ყველა მფლობელი