კახა კალაძემ თბილისის მერად მუშაობის შედეგები შეაჯამა

Read Time:39 Second

„ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა და რაც შეიძლება ბევრი ახალი მწვანე სივრცის შექმნა. ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, იყო პარკების რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა, ურბანული სწორი განვითარება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ პროექტების განვითარების შედეგი უკვე სახეზეა, რადგან ქალაქში საპარკო კულტურა მკვიდრდება.

„შეცვალო არსებული რეალობა ძალიან რთულია. მე ამას საარჩევნო კამპანიის დროსაც ვამბობდი. შეუძლებელია, ადამიანმა მოაგვაროს ის პრობლემები, რაც თუნდაც, ქაოსური განაშენიანების თვალსაზრისით არსებობს – უსახური შენობა-ნაგებობები, რომელიც უკვე აშენებულია. რაც შეეხება სიახლეს, ახალ ნებართვებსა და ახალ მშენებლობებს, აქ ნამდვილად, პირობას გაძლევთ, იქნება განსხვავებული. ყურადღება გამახვილდება ვიზუალურ ნაწილზე, ფასადებსა და რაც მთავარია, სწორ თანმიმდევრულ და ხარისხიან მშენებლობებზე“, – განაცხადა კალაძემ.

რა პროექტები განახორციელა კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და რისი გაკეთება აქვს კიდევ დაგეგმილი, როგორია მისი ურბანული პოლიტიკა ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა ხოფერია – საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, მხარი დაუჭიროს საქართველოს შუაგულიდან, ულამაზესი რიონის ხეობიდან წამოსულ პატრიოტულ მუხტს
Next post დიმიტრი გვრიტიშვილი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა დანარჩენი 20%-ის უვადოდ დანიშვნის საკითხიც გადაწყდეს და გაურკვეველი ვადით არ გადაიდოს