ირაკლი ჩიქოვანმა სოფელ დარჩელსა და ორულუში ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი დარჩელისა და ორულუს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.
,,დღეს დარჩელისა და ორულუს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შევხვდით. დარჩელი ერთ-ერთი დიდი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ სოფელში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა – მოწესრიგდა გზები, გარე განათება, მოეწყო სპორტული მოედნები, მოსაცდელები, წყალმომარაგების სისტემები, სოფელში განხორციელდა სოფლის სრული რეაბილიტაცია.
სოფლის ცენტრში ძალიან ლამაზი დასასვენებელი პარკია, სადაც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალია განთავსებული და ეს ადგილი ყველა თაობის დარჩელელისთვის სასიამოვნო სივრცეს წარმოადგენს. სწორედ ამ პარკში გავმართეთ დღეს ადგილობრივებთან შეხვედრა”-აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
დღესვე ირაკლი ჩიქოვანი ორულუში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და სოფელში არსებული საჭიროებები მოისმინა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგად ფერმერებს წელს თხილის უხვი მოსავალი აქვთ, რაც სახელმწიფოს სწორი მუშაობის შედეგია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო
სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live-ის“...
ნანუკა ჟორჟოლიანი: რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ
რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. „მივმართავთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს,...
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...