ჩარკვიანი სააკაშვილს: ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის მოსაგებად!ვალდებული ხართ, შეწყვიტოთ შიმშილობა!

Read Time:50 Second

ვალდებული ხართ, შეწყვიტოთ შიმშილობა! ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის მოსაგებად! – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

„მივმართავ მიშა სააკაშვილს, პრეზიდენტო, გაგიმეორებთ, რაც უკვე შეხვედრის დროს საუბრისას გითხარით და გთხოვეთ! ადამიანური ტრაგედიის გარდა, გარდა იმ დიდი ტვირთისა, რაც (სამუდამო დაღი იქნება საქართველოსთვის), რომლის ტარებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და გამანადგურებელი ქვეყნისთვის, ამ ყველაფრის გარდა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება, (რაც თავად მოგეხსენებათ), აბა წარმოიდგინეთ ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყნისთვის, მხედართმთავრის გარეშე ბრძოლაში ანუ განადგურებული მხედართმთავრით რა ბრძოლის მოგება შეიძლება. არადა, ხომ ვთანხმდებით ყველა, რომ ეს რუსეთ- საქართველოს ომია და ახლა რუსთავის ციხეში, პუტინის პირადი პატიმარი ზის, ამიტომ: უნდა, უნდა, ვალდებული ხართ, შეწყვიტოთ შიმშილობა!

მიიღეთ სტრატეგიულად (ერთადერთი) სწორი გადაწყვეტილება, შეწყვიტეთ შიმშილობა, გთხოვთ! წინ დიდი ბრძოლაა მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად, ამ ბრძოლაში თქვენი დიდი გამოცდილება, ენერგეტიკა და მასშტაბია საჭირო……. დიდი განსაცდელი უდგას ქვეყანას, ჭაობში ჩახრჩობას უპირებენ ქართულ სახელმწიფოს პრეზიდენტო!

აკი გითხარით, როგორც ჩემს მამუკას, ჩემს ძმას გთხოვ მეთქი და მიპასუხე, აქაც კი, მის სიმღერებს ვუსმენო ….ჰოდა პრეზიდენტო, ჩემო ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის მოსაგებად!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: საჭიროების შემთხვევაში ყველაფრის მიწოდება უზრუნველყოფილია პენიტენციური სისტემის შიგნით
Next post კახა კუჭავა – ერთიანობა და სიმშვიდე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება და ამ პოლიტიკაში, მთავარი, წამყვანი როლი აქვთ ჩვენს დიპლომატებს